» თამაშები [138]
» პროგრამები [64]
» კინოები [70]
» კლიპები [37]
» სიმღერები [18]
» სურათები [17]
» სპორტი [8]
» ვიდეოები [12]
» მობილურისთვის [29]
» სხვადასხვა [0]
» Counter Strike [21]
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონს ახალი დიზაინი ?
Всего ответов: 92
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შაბათი, 18.05.2024, 07:32
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 28 » “მანჩესტერი”–”ბარსელონა” – მატჩის წინ
“მანჩესტერი”–”ბარსელონა” – მატჩის წინ
08:07
“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ გარკვეულ უპირატესობას ფლობს “ნოუ კამპზე” ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდეგ, მაგრამ ეს უპირატესობა მანკუნიანელებს მშვიდი ცხოვრების საფუძველს არ აძლევს. 
ჩემპინთა ლიგის ფინალში გასასვლელად “ბარსელონას” მოუწევს “ოლდ ტრაფორდზე” მინიმუმ მარცხს აარიდოს თავი, რაც ევროთასებზე ამ სტადოონზე “მანჩესტერის” ბოლო თერთმეტ მოწინააღმდეგეს არ გამოუვიდა. მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე გამართულ ხუთ შეხვედრაში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული, ხოლო ევროტურნირებზე “მანჩესტერს” შინ უკვე 14 მატჩია არ წაუგია, რაც სამ ევროსეზონს უდრის. მიუხედავად ამისა, კატალონიური გუნდის გულშემატკივარს იმედს ის აძლევს, რომ “ბარსელონას” ნებისმიერი შედეგიანი ფრე აძლევს ხელს, ხოლო მიმდინარე გათამაშებაში კატალონიელებმა გასვლაზე მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშეს გატანილი გოლის გარეშე. “მანჩესტერისთვის” საგანგაშო ის ფაქტი არის, რომ უკანასკნელ სამ შემთხვევაში, როდესაც მანკუნიანელებმა ევროტურნირების ორრაუდნდიან ბრძოლაში პირველი შეხვედრა გასვლაზე 0:0 ითამაშეს, საბოლოო ჯამში მარცხი განიცადეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ. 1999/00 წლებში ფერგიუსონის შეგირდებმა ლიგის მეოთხედფინალში “ბერნაბეუზე” ითამაშეს 0:0, ხოლო “ოლდ ტრაფორდზე” “რეალთან” 2:3 დამარცხდნენ. ორი წლით ადრე კი ლიგის იმავე ეტაპზე “მონაკოსთან” გასვლაზე 0:0 თამაშის შემდეგ საკუთარ მოედანზე 1:1 ითამაშეს და კვლავ გამოეთიშნენ ასპარეზობას. ხოლო 1995/96 წლის უეფას თასის პირველ წრეში, ვოლგოგრადის “როტორმა” საკუთარ მოედანზე ნათამაშევი ნულოვანი ფრის შემდეგ “ოლდ ტრაფორდზე” სენსაციური 2:2 გამოაცხო და დიადი მეტოქე ასპარეზობას გამოთიშა. 
“ბარსელონამ” კი ევროტურნირების ორრაუნდიან ორთაბრძოლაში, საკუთარ მოედანზე პირველი შეხვედრა აქამდე ერთადერთხელ დაასრულა 0:0, ისიც ინგლისურ კლუბთან – ლივერპულთან, 2000/01 წლების უეფას თასის 1/2 ფინალში, ხოლო განმეორებითი შეხვედრა მერსისაიდელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა. თუ მხედველობაში მივიღებთ შედეგიან ფრეებსაც, ეს შედეგი კატალონიელმა ფეხბურთელებმა ევროთასების ორრაუნდიანი ბრძოლის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე აქამდე შვიდჯერ დააფიქსირეს, ხოლო ამ შვიდი ორთაბრძოლიდან ოთხჯერ “ბარსელონა” გამარჯვებული გამოვიდა. 
იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელი, “მანჩესტერ იუნაიტედი” ფინალში გააღწევს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდება, რომ ორი ინგლისური გუნდი ტურნირის დასკვნით შეხვედრაში წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ. 
ევროსეზონის უკანასკნლელ 32 შეხვედრაში “ბარსელონამ” მხოლოდ ორი მარცხი განიცადა, ორივე გასულ სეზონში და ორივე ინგლისურ კლუბთან – ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელების დამარცხება “ჩელსიმ” შესძლო, ხოლო 1/8 ფინალში “ლივერპულმა”. 

არბიტრი 
შეხვედრას გერმანელი არბიტრი – ჰერბერტ ფანდელი განსჯის. ფანდელს “მანჩესტერის” მონაწილეობით აქამდე ექვსი მატჩი აქვს ნამსაჯი, საიდანაც მანკუნიანელებმა ორი მოიგეს, ხოლო დანარჩენი ოთხი დათმეს. 2001-02 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერმა” საკუთარ მოედანზე “დეპორტივოსთან” დათმო შეხვედრა 2:3. 2003-04 წლების სეზონის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მანჩესტერელებმა ფანდელის მსაჯობით კვლავ დათმეს შეხვედრა, ამჯერად გასვლაზე “პორტოსთან”, ანგარიშით 1:2. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის 1/8 ფინალში ფერგიუსონის შეგირდებმა “სან სიროზე” “მილანთან” წააგეს 0:1. ამის შემდეგ უკვე “მანჩესტერის” მოგების ჯერი დადგა და ინგლისელებმაც 2006-07 წლებში “ბენფიკა” დაამარხეს ჯგუფურ ეტაპზე, საკუთარ მოედანზე ანგარიშით 3:1. იმავე სეზონში ფერგიუსონის გუნდი 1/4 ფინალში “რომასთან” დამარცხდა გასვლაზე 1:2, ხოლო მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, “მანჩესტერმა” ფანდელის განსჯილ შეხვედრაში “სპორტინგს” სძლია გასვლაზე 1:0. ფანდელის დანიშვნის შემდეგ “მანჩესტერის” წარმომადგენლებმა პროტესტის გამოთქმა უკვე მოასწრეს. პროტესტის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ფანდელს სხვადასხვა დროს “მანჩსტერის” ორი ფეხბურთელი ჰყავს მოედანიდან გაძევებული. 2004 წელს “პორტუსთან” მატჩი გერმანელმა არბიტრმა როი კინს დაატოვებინა მოედანი. ხოლო 2007 წელს, “რომასთან” დაპირისპირების დროს ფანდელის მიერ ამოღებული წითელი ბარათის მსხვერპლი პოლ სკოულზი გახლდათ. 
“ბარსელონას” შეხვედრა ფანდელმა ორჯერ განსაჯა და აქედან კატალონიელებს არცერთ მატჩში მარცხი არ განუცდიათ. 2000-01 წლების უეფას თასის გათამაშების მესამე რაუნდში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ბრიუგესთან” ითამაშა 1:1, ხოლო ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის 1/8 ფინალში რაიკაარდის გუნდმა “ლივერპული” დაამარცხა გასვლაზე, ანგარიშით 1:0. 

დისკვალიფიკაციები 
დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო კატალონიელთა მცველი, რაფაელ მარკესი გამოტოვებს. ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში კი ფინალს გამოტოვებენ მასპინძლეთაგან ნანი, ევრა და ჰარგრივზი, ხოლო სტუმართაგან ინიესტა, მილიტო და ტურე. 

საინტერესო ფაქტები 
• “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელ თერთმეტ, ხოლო “ბარსელონა” თორმეტ მატჩში არ დამარცხებულა. 
• “ბარსელონას” ნახევამრცველს, ხავი ერნანდესს ევროსარბიელზე დებიუტი სწორედ “ოლდ ტრაფორდზე” ჰქონდა “მანჩესტერის” წინააღმდეგ 1998 წელს. ხავი იმ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, მატჩი კი ფრედ, 3:3 დასრულდა. 
• ხავის გარდა “ოლდ ტრაფორდზე” “ბარსელონას” კიდევ რვა ფეხბურთელს აქვს ნათამაშები. ტიერი ანრის “მონაკოს” შემადგენლობაში ერთი, ხოლო “არსენალის” შემადგენლობაში არაერთი შეხვედრა უთამაშია ამ სტადიონზე. ეიდურ გუდიონსენს “ბოლტონის” მაისურით “მანჩესტერის” სტადიონზე ორჯერ, ხოლო მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში “ჩელსის” შემადგენლობაში აქვს ნათამაშები. სილვინიოს, რომელიც “არსენალში” ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, ორჯერ აქვს წითელ ეშმაკებთან გასვლაზე ნათამაშები. “ოლდ ტრაფორდზე” ასევე ნათამაშები აქვს დეკოს, რომლის ბოლო სტუმრობაც “მანჩესტერთან” “პორტუსთვის” მომდევნო ეტაპზე გამსვლელი ფრით დასრულდა. ტურამმა და ძმაბროტამ “ოლდ ტრაფორდზე” ჩემპინთა ლიგის ფინალი ითამაშეს 2003 წელს, როდესაც მათი “იუვენტუსი” “მილანთან” დამარცხდა თერთმეტმეტრიანების სერიაში. სანაკრებო დონეზე “მანჩესტერის” სტადიონზე ხავის, ინიესტას და პუიოლს აქვთ ნათამაშები ესპანეთის ევრონული ნაკრების შემადგენლობაში. 
• ტიერი ანრის “ოლდ ტრაფორდზე” ექვს შეხვედრაში ერთადერთხელ აქვს გოლი გატანილი. ეს მოხდა 2001 წელს, როდესაც მისი გუნდი “მანჩესტერთან” 1:6 განადგურდა. 
------------EU9COzM6wmvSnWDoDoysHv 
Content-Disposition: form-data; name="format" 

1

მიმაგრებული: სურათი 1
კატეგორია: » სპორტი | ნანახია: 746 | დაამატა: ono | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები